რა არის Misty
Misty - არაელექტრონული, უნიკოტინო არომათერაპიის ინჰალერია, რომელიც ბუნებრივი ეთერზეთების მეშვეობით გთავაზობთ სწრაფ და გამაგრილებელ ენერგიის, კონცენტრაციისა და ფოკუსირების ბუსტს.
ვეიპებისა და ელექტრონული მოწყობილობებისგან განსხვავებით, Misty არ შეიცავს არც ორთქლს, არც ნიკოტინს, არც თამბაქოს და არც ხელოვნურ ქიმიკატებს. იგი არ თბება და არ იწვის, რაც მას სუფთა და უსაფრთხო ალტერნატივად აქცევს მათთვის, ვისაც ბუნებრივი ეფექტის მიღება სურს.
Misty შედგება მაღალი ხარისხის თერაპიული ეთერზეთების უნიკალური ნაზავით, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა განწყობისა და საჭიროებისთვის - იქნება ეს Power Mint გონების სიწმინდისთვის, Peach მოდუნებისთვის, თუ Energy Drink სწრაფი ენერგიისთვის.
როგორ გამოვიყენოთ Misty:
უბრალოდ მიიტანეთ ინჰალერი ცხვირთან და ნაზად შეისუნთქეთ არომატული სურნელი. ეფექტი არის მყისიერი და დამამშვიდებელი - იდეალურია სამუშაოს დროს, დარბაზში, მოგზაურობისას, ან სტრესისა და დაღლილობის მომენტში.
ალერგენების შესახებ ინფორმაცია:
პროდუქტი შეიცავს ბუნებრივ ეთერზეთებს. არ გამოიყენოთ, თუ ხართ ალერგიული ან მგრძნობიარე ზემოთ მითითებული პროდუქტის მიმართ. არ დაუშვათ ზეთების პირდაპირი კონტაქტი კანთან ან თვალებთან.
შეინახეთ ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.
გამოყენების ინსტრუქცია:
გახსენით მისთი, მიიტანეთ ცხვირთან და შეისუნთქეთ არომატი, არ მოათავსოთ ცხვირში. მხოლოდ გარეგანი არომათერაპიული გამოყენებისთვის.
არანაირი კვამლი. არანაირი ელემენტები.
მხოლოდ ჯიბის ზომის ბუნებრივი პროდუქტი - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.